“საქართველოში გამოვგზავნე პირადი წარმომადგენელი და ის მუშაობს ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან”, – ასე უპასუხა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა “რუსთავი ორის” კითხვას, რომელიც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას ეხებოდა.
მიშელის თქმით, მისი პირადი წარმომადგენელი მუშობს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება შედგეს.
“მე საქართველოში გამოვგზავნე პირადი წარმომადგენელი და ის მუშაობს ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან იმისათვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ”, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა, შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.