ამირან გამყრელიძე: მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ

“მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაცქინის შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

,,ჩვენ ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ. მასობრივ იმუნიზაციაში ვგულისხმობ, როდესაც სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. დაახლოებით ორი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ნოვოვაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან მისცა ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ ლიცენზია მილიარდი დოზის წარმოებაზე, რომლითაც „კოვაქსიც“ უნდა მომარაგდეს. გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“. ახლა საუბარი მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.

ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან„ მოწოდების პირობებს. ასევე, მოლაპარაკებებია „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ამიტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის, თავისთავად, იქნება „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები