“აფხაზეთი საქართველოა” – აფხაზი გოგონას ვიდეორგოლი ე.წ. გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა (ფოტო, ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს წინასაგამოძიებო შემოწმებას აწარმოებს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ვიდეორგოლის გამო, რომელშიც აფხაზი გოგო, 2001 წელს დაბადებული ალიონა ტანია ამბობს – “აფხაზეთი საქართველოა”.

ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციით, პუბლიკაცია 27 მარტს არის გაკეთებული, ფაქტთან დაკავშირებით კი ე.წ.სამართალდამცავ ორგანოებში უამრავი საჩივარი შევიდა.

29 მარტს ალიონა ტანია უკვე დაიკითხა. მან თქვა, რომ მას სთხოვეს ვიდეოს გამოქვეყნება და რომ მომხდარის გამო “წუხს”.

დაიკითხნენ ასევე გოგონას მშობლები. ალიონას მამას თქმით, ომი აქვს გამოვლილი და მისთვის გაუგებარია, როგორ შეეძლო მის შვილს ასეთი ვიდეოს გადაღება. ალიონა ტანიას მამა მომხდარს “არასწორს” უწოდებს.

ასევე, ე.წ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა მილიციის ფორმაში ჩაცმული სხვა ახალგაზრდების ფოტოები.

ამჟამად კი, ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია. გოგონებმა ე.წ ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლის ფორმით ისარგებლეს და სხვადასხვა დროს პირად ფოტოებს აქვეყნებდნენ, საბოლოოდ, საჯარო სივრცეში განათავსეს.

ე.წ. შსს-ში აღნიშნავენ, რომ “ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართაც არის დაწყებული წინასაგამოძიებო შემოწმება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები