ადვოკატი: ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი” და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა წერილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც – საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან,”- ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები