ირაკლი ზარქუა: ბატონი მელია თავისუფალია, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, გასასვლელს თუ ვერ აგნებს
“ბატონი მელია თავისუფალია, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, გასასვლელს თუ ვერ აგნებს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
„აპრიორი იციან, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია, ვუთხრა – ბატონი მელია თავისუფალია, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ – კონსტიტუციასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, და დღესვე გამოვაცილებ, გასასვლელს თუ ვერ აგნებს.
რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ამის საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერი სააკაშვილი და მისი რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიაში“, – განაცხადა ზარქუამ.