ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაწვეს
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად განადგურდა ხილის შესანახი საწყობები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული, სავარაუდოდ, 25 მარტს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც ბიძაშვილმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის მისამართით ისროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილთან ერთად მყოფი სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.