ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გამოვა სააკაშვილის თუ სხვა დამნაშავეთა ამნისტირება ისევე, როგორც დენაციფიკაციის პროცესში არ განიხილებოდა ნაცისტთა ამნისტია

“ვერ გამოვა სააკაშვილის თუ სხვა დამნაშავეთა ამნისტირება ისევე, როგორც დენაციფიკაციის პროცესში არ განიხილებოდა ნაცისტთა ამნისტია”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინ ,,ნაცების” მთავარი მედიარუპორი, გვარამია ემოციით საუბრობდა შერიგებაზე, მაგრამ მონოლოგის მეორე ნაწილში ისევ საკუთარ ამპლუას დაუბრუნდა.

,,ევროკავშირის მედიატორის ჩამოსვლას ,,ნაცების” პარტიულ-პროპაგანდისტულმა მანქანამ ახალი კამპანია დაახვედრა, უნდათ, მოლაპარაკებებზე როგორმე შეტენონ სააკაშვილის ამნისტირების თემა, რომელიც შეიფუთება ვითომდა საყოველთაო შერიგების იდეით.

გუშინ ,,ნაცების” მთავარი მედიარუპორი გვარამია ყასიდი ემოციით საუბრობდა შერიგებაზე, მაგრამ მონოლოგის მეორე ნაწილში ისევ საკუთარ ამპლუას დაუბრუნდა და ტალახი არ დაიშურა ეკლესიისა და მისთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ.

ვერ გამოვა სააკაშვილის თუ სხვა დამნაშავეთა ამნისტირება ისევე, როგორც დენაციფიკაციის პროცესში არ განიხილებოდა ნაცისტთა ამნისტია. როგორ უნდა დაიჯერო „ნაცების“ და მათ სატელიტთა ყასიდი დაპირებები შერიგებაზე, როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არ მოსული ჯერ დასაჭერთა სიებს ადგენდნენ, ახლა კი ღიად ემუქრებიან ოპონენტებს ციხით, ქონების წართმევით და ა.შ.

ამ დღეებში, ალბათ, სრულად ამუშავდება მათი პროპაგანდისტული აპარატი სააკაშვილის დაკვეთის შესასრულებლად, რომ როგორმე მისი დაბრუნების თემა ასწიონ. როგორც ჩანს, უკრაინაში მის ფეხქვეშ მიწა იძრა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები