კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი დილიდან პირველ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები