დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე: მღვდელმთავარს შეუძლია მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც – სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს

“მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.

ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ ეპარქიაში დაძაბულობა სიმშვიდით შეიცვლება.

„ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ და სჯერათ, თუ უნდათ, რომ დაიჯერონ ის პათოსი, რასაც მეუფე ამბობს. ამიტომ, გარკვეული წინააღმდეგობა აქვთ. სინოდის კრებიდან მალევე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარ დაანონსებული განცხადებები, რომ ეპარქიაში სიმშვიდე არ იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ თავად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისკენ. შედეგი ის არის, რაც არის, თუმცა მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც საეკლესიო კანონით უფლებას მისცემს. მღვედელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიმშვიდე იქნება, რადგან სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მარტვილში მრევლისა და ბერ-მონაზვნების ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები