საერო პირებს, ბერებისა და მონაზვნების ნაწილს, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ამბოხის მოწყობასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებს, დღეს ზიარების უფლება აუკრძალა.
ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბაშაში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.
“მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია, მაშინ მოვუხსნი ამ ეპიტამიას. მათ საჯარო მონანიებას არ მოვთხოვ. შეუძლიათ მოვიდნენ და შენდობა მთხოვონ. თუ დავრწმუნდები, რომ მათ გულში არანაირი მზაკვრობა არ აქვთ, მივცემ საშუალებას რომ ეზიარონ. ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობა არის დღეს. ერთ კვირას ვაძლევ ყველას, რომ გაიაზრონ რა პრობლემის წინაშე დგანან, ამის შემდეგ უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნება”,- განაცხადა მიტროპოლიტმა.