საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს, სტუდენტ მინისტრებსა და სტუდენტ მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალგაზრდული პარლამენტისა და სამინისტროს მომავალი თანამშრომლობის გეგმები და აპრილის თვეში გასვლითი შეხვედრა დაიგეგმა, რომლის შედეგადაც საბოლოო შეთანხმება უნდა შედგეს.
თანამშრომლობის მიზანს ახალგაზრდებისათვის საინტერესო სადისკუსიო ფორმატების, ბანაკებისა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეთავაზება წარმოადგენს.
სამინისტროში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრა ამით დაიწყო და კვლავაც გაგრძელდება.