თბილისში, საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საკუთარ სახლში მოკლული 60-წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები