განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის ბაზას ეწვია.

ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ახალი სპორტული დარბაზი. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, დეტალურად გაეცნო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პირობებს.

ახალი, თანამედროვე სპორტული დარბაზი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იგი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კვებითი უზრუნველყოფითაც დაინტერესდა, ბაზაზე მომსახურე თანამშრომლების კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილო დაათვალიერა.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები