ჭყონდიდის ეპარქიაში ილია მეორეს ფრესკა დააზიანეს
ჭყონდიდის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ინიციატივით შეიქმნა.
ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.
ვინ და რატომ დააზიანა ფრესკა, უცნობია.
ფოტო: “პრაიმ ტაიმი”