ეკატერინე ტიკარაძე: შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი

“გარკვეულწილად, იმის საწყისი და ნიშანი არის, რომ შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

,,საქართველოში ერთადერთი აქტიური შეზღუდვა, რაც არის დარჩენილი – ეს არის ,,კომენდანტის საათი”. სხვა შეზღუდვა თითქმის ყველა მოხსნილია. აქედან გამომდინარე, ნუ გავაკეთებთ აქცენტს შეზღუდვებზე. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი”, –  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები