სენაკში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 დაშავებული კლინიკა ,,სენამედ”-ში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება კიდევ სამ დაშავებულს, მათ კლინიკა ,,არქიმედე”-ში გამოკვლევები უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები