“დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია.
„რამდენიმე დღის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დააანონსა, რომ კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში წინ წაიწიოს. დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი – ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია“, – აღნიშნა ელჩმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.