ჯო ბაიდენი პრეზიდენტად კენჭს 2024 წელსაც იყრის

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იანვარში ინაუგურაციის შემდეგ მედიისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში, პრეზიდენტმა უპასუხა, “ჩემი პასუხია – კი, ჩემი გეგმაა – მეორედ არჩევა, ასეთია ჩემი მოლოდინი”.

მან ასევე თქვა, რომ მეორე ვადით არჩევის დროს ვიცეპრეზიდენტად კვლავ კამალა ჰარისს წარადგენს, “ის შესანიშნავი პარტნიორია”.

ამასთან, მას არ უთქვამს, არის თუ არა მზად, 2024 წლის არჩევნებზე მეტოქეობა დონალდ ტრამპს გაუწიოს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნოემბრის არჩევნებზე მარცხის შემდეგ ღიად დატოვა საკითხი – მიიღებს თუ არა ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები