თეა წულუკიანი – „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის არჩევანის ერთგულია და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ურყევად დგას ევროატლანტიკურ გზაზე”
“გზავნილი ნომერი ერთი არის ის, რომ ოპოზიციამ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა უნდა შეწყვიტოს და შებრძანდეს პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის არჩევანის ერთგულია და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ურყევად დგას ევროატლანტიკურ გზაზე.
„გზავნილი ნომერი ერთი არის ის, რომ ოპოზიციამ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა უნდა შეწყვიტოს და შებრძანდეს პარლამენტში. „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის არჩევანის ერთგულია და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ურყევად დგას ევროატლანტიკურ გზაზე. რეფორმები უნდა გაგრძელდეს და, რა თქმა უნდა, 8 წელი ამით ვიყავით დაკავებულები და ახლაც კონკრეტული გეგმები და ინიცირებული კანონპროექტებია, მათ შორის, საარჩევნო სფეროში რეფორმების განხორციელების მიზნით იმისთვის, რომ უფრო პლურალისტური იყოს პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.