უკრაინაში ორი ადამიანი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაიცვალა, დაწყებულია გამოძიება

უკრაინაში, ჩერნოვიცკის ოლქში აფთიაქის ფარმაცევტი Covishield/AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტს აცრის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი მწვავე ცერებრალური ინსულტი გახდა, მას მძიმე ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა.
ასევე, დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები.

მამაკაცი ჰოსპიტალში 16 მარტის საღამოს იქნა გადაყვანილი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 15 მარტს იმავე ფლაკონიდან კიდევ 9 ადამიანის აცრა მოხდა, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ასევე, 23 მარტს ოდესის ოლქში სამხედრო მოსამსახურე ქალი გარდაიცვალა, რომელიც ორი დღით ადრე აიცრა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს პროცედურის ჩატარებაზე უკუჩვენებები არ ჰქონდა. გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები