ბლინკენი: აშშ მხარს უჭერს ნატო-ს მიდგომას რუსეთის მიმართ შეკავებისა და თავდაცვის საშუალებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატო-ს მიდგომას რუსეთის მიმართ შეკავებისა და თავდაცვის საშუალებით.

ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

​”შეერთებული შტატები განაგრძობს რუსეთისადმი ნატო-ს ორმხრივ მიდგომას შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების გზით, მათ შორის, ჩვენი სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრძოლისუნარიანი სამხედრო მოსამსახურეების მეშვეობით”, – დაწერა ბლინკენმა თავის ,,ტვიტერის,, გვერდზე.

ბრიუსელში 23-24 მარტს ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან, ასევე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები