ქობულეთში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები