თეა წულუკიანი: როგორც ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს

“მინდა, ოპოზიციას, ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომ, პირველ ყოვლისა, გვევალება, ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყოთ უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებლები”,  – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანი აშშ-ის სენატში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან, როგორც ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს.

მე მინდა, ოპოზიციას, ზოგიერთ მათგანს, ვისაც არ ეკუთვნის, არ ეკუთვნის, შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომ, პირველ ყოვლისა, გვევალება, ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყოთ უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა.

და ბოლოს, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ვინაიდან კანონი დაარღვია, ნიკა მელია ამიტომ ზის ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები