სამხრეთ კორეა: ფხენიანმა ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის სამხედრო შტაბების გაერთიანებულ კომიტეტში ადასტურებენ, რომ 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.

მანამდე, შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო “რენჰაპმა” გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, გაშვება ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროდან მოხდა.

სამხრეთკორეელი სამხედროების მონაცემით, რაკეტები ყვითელი ზღვისკენ იქნა გაშვებული.

მოგვიანებით, “რენჰაპს” წყარომ განუცხადა, რომ აღნიშნული გაშვება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არ არღვევს, რადგან ისინი ბალისტიკური არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები