ისრაელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

ისრაელში 23 მარტს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია – “ლიკუდი” დამაჯერებლად ლიდერობს.

ქვეყნის ცესკო-ს ამ დროისთვის ხმების მხოლოდ 51% აქვს დათვლილი და ამ მონაცემზე დაყრდნობით პარტიამ ხმების 23,72% მოიპოვა; შემდეგ მოდის “ეშ ათიდი” 13,75%; შას-ი 7,62%; “ტორას ებრაელობა” 7% და სხვა პარტიები.

აღნიშნული შედეგი კი იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს პარტია კნესეტში უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ნეთანიაჰუს კოალიციის შექმნა დასჭირდება.

გუშინდელი არჩევნები ისრაელში 2019 წლიდან რიგით მეოთხე იყო.

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში კოალიციური პარტნიორები – ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. მანამდე მიღწეული კოალიციური შეთანხმებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცს პრემიერმინისტრის თანამდებობა როტაციის პრინციპით უნდა დაეკავებინათ. ბენი განცი მთავრობას სათავეში 2021 წლის შემოდგომას უნდა ჩასდგომოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები