გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა და 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა
ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.