აზერბაიჯანში 1 333 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა

აზერბაიჯანში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ვირუსს კიდევ 18 პაციენტი ემსხვერპლა, 269 განიკურნა.

აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან 248 307 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 384 პირი გარდაიცვალა, 233 356 განიკურნა, მკურნალობას 11 567 პაციენტი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები