იდლიბის საავადმყოფოზე მიტანილი ავიადარტყმის გამო, თურქეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ალექსეი ერხოვი იდლიბში ვითარების გამწვავების გამო დაიბარეს.

უქმეებზე, ელ-ეთერიპის საავადმყოფოზე მიტანილი ავიდარტყმის შედეგად, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 მედიკოსი კი დაშავდა. თურქეთმა აღნიშნულში ბრალი რუსულ მხარეს დასდო, მომხდარი ასევე დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

როგორც Hurriyet -ი წერს,  თურქულმა მხარემ გააფრთხილა რუსული მხარე, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეესკალაციის ზონაში იერიში გაგრძელდება, ” მათზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოხდება”.

ასევე, აღინიშნა, რომ “ავიადარტყმები მიტანილია ისეთ რაიონებში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, რაც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აფერხებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები