კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ პერორარული კაფსულების წარმოება იწყება

ინდური ფირმა – Premas Biotech-ი, ამერიკულ კომპანია Oramed Pharmaceuticals Inc-სთან თანამშრომლობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური ვაქცინის წარმოებას იწყებს, რომელმაც ეფექტიანობა ერთი მიღებისთანავე აჩვენა.

პერორალური ვაქცინის წარმოების შესახებ კომპანიებმა 19 მარტს განაცხადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა indiatoday ავრცელებს.

სამომავლოდ, შეძლებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კაფსულის სახით მიიღოთ. Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმების წარმოებაზე მსოფლიოში რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. მათგან ინდური ფარმაცევტული კომპანია Biotech-ის მიერ შემუშავებული კაფსულა ყველაზე ახალია. Oravax Covid 19-ის ერთჯერადი დოზა ეფექტიანი აღმოჩნდა და მისი ეფექტიანობა ცხოველებზე პილოტური კვლევით დადასტურდა. ორავაქსის პერორარული ვაქცინის დახმარებით ჩამოყალიბდა სისტემური იმუნიტეტი, გამომუშავდა ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ნეიტრალიზებას ახდენენ. ასევე, შეიქმნა იმუნური რეაქცია, რომელიც სასუნთქ გზებსა და კუჭ-ნაწლავის სისტემას ინფექციისგან იცავს. Premas Biotech-ი ინდური კომპანიაა, რომლის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორია დოქტორი პაბუდლა კუნდუ. ვაქცინაში ნაწილაკის მსგავსი ვირუსი წარმოიქმნება Premas D-Crypt-ის დაპატენტებული პლატფორმის გამოყენებით, ხოლო Oramed-ს მსოფლიოში ცილების პერორალური მიწოდების წამყვანი პლატფორმა გააჩნია. პერორალური Covid-19 Oravax – ეს არის ვაქცინის კანდიდატი, რომელიც ორი უნიკალური პლატფორმის პოტენციალს აერთიანებს. „ეს არის ცხოველებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები. მასზე კლინიკური კვლევა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება. Bharat Biotech ვისკოსინის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირში შესასხურებელ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც კლინიკურ კვლევებს უკვე გადის. ინდოეთში ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები