ბლინკენი: ნატო დაინტერესებულია, რომ თურქეთი ალიანსს არ დაშორდეს
“ანკარასთან არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ნატო ძალიან არის დაინტერესებული, რომ თურქეთი ალიანსს არ დაშორდეს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ ვებინარზე “ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება”.
“თურქეთი გრძელვადიანი და ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული ნატო-ში მისი გამყარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს თავად თურქეთის ინტერესებშიც შედის”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრებს შორის არსებობს განსხვავებები, მაგრამ ალიანსი გაძლიერდება, თუ მათ გადალახავს.
ბლინკენმა თურქეთთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2017 წელს მოსკოვის მიერ ანკარასთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ხელშეკრულება დაასახელა.