ბლინკენი: ნატო-ს აღორძინება გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის დღეს ისეთივე ძლიერი და ეფექტურია, როგორც – ადრე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-სთან ურთიერთობის აღდგენისა და გამოცოცხლების პირობა დადო.

ამის შესახებ მან ნატო-ს შტან-ბინაში პირველი ვიზიტის ფარგლებში, მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი მთელს მსოფლიოში საფრთხეების, ასევე, კლიმატის ცვლილების პირობებში “გარდამტეხ წერტილში” იმყოფება.

“ჩამოვედი აქ, რომ გამომეხატა შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ალიანსის მიმართ, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტრანსატლანტიკური საზოგადოების მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია. ბრიუსელში ჩამოვედი, რადგან შეერთებულ შტატებს ჩვენი პარტნიორობის აღდგენა სურს, პირველ ყოვლისა, ჩვენი ალიანსის მოკავშირეებთან. ალიანსის აღორძინება გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის დღეს ისეთივე ძლიერი და ეფექტურია, როგორც – ადრე”, – განაცხადა ბლინკენმა.

22-25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირველი ვიზიტით ევროპაში იმყოფება.

ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის გარდა, ბლინკენი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელს, სადაც განიხილავენ COVID-19 პანდემიის შეკავების ტრანსატლანტიკურ მიზნებს, გლობალური ეკონომიკური მდგრადი აღდგენის მიღწევას, კლიმატის კრიზისის დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები