პუტინი საჯაროდ არ აიცრება – კრემლში მიზეზი განმარტეს

ვლადიმერ პუტინი კამერის წინ ვაქცინაციის მომხრე არ არის, ამიტომ, საჯაროდ აცრას არ გაიკეთებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ქვეყნის მეთაური ისედაც ბევრს აკეთებს რუსული ვაქცინების პოპულარიზაციისთვის, ამიტომ, ფოტო და ვიდეო არ გავრცელდება.

“პრეზიდენტი სამუშაო დროის დიდ ნაწილს უთმობს ღონისძიებებს, საუბრებს, სხდომებს ,რომლებიც ვაქცინაციასა და მის წარმოებას უკავშირდება”, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ადგილობრივი წარმოების ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის დაწყების მიუხედავად, ამ დრომდე არ აცრილა. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ეს დღეს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები