შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას პოზიცია ჯერ მკვეთრად არ ჩანს, მისი განცხადება ზოგადი იყო

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას აფასებს.

როგორც პაპუაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა, გახარიამ ჯერ საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.

„გიორგი გახარიას პლატფორმა ჯერ მთლად გასაგები არ არის. როგორც ჩანს, საკუთარ პლატფორმაში უნდა ჩამოყალიბდეს. რასაც ახმოვანებს, ეს არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მათ შორის, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია ჯერ მკვეთრად არ ჩანს და უნდა ჩამოაყალიბოს, რა არის მისი პოზიცია. მისი განცხადება ზოგადი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ,  ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები