ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
ამასთან, გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 14 -მა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი, სხვა პარტიებს კი 9 პროცენტი.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.