ახალციხის საავადმყოფოს დირექტორი – გარდაცვლილ მედდაზე: ყველაფერი ჩატარდა ისე, როგორც პროტოკოლითაა გათვალისწინებული

ახალციხის ,,იმედის” კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილ მედდას საავადმყოფოში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ჩაუტარდა.

კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ და იკვლევენ, თუ რა მეთოდებით მკურნალობდნენ მედდას.

,,ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რეგულირების სააგენტო იძიებს ფაქტს და რა დახმარება გაეწია აღნიშნულ ექიმს. ყველაფერი ჩატარდა ისე, როგორც პროტოკოლითაა გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინვე, დაყოვნების ოთახშივე დაიწყო რეანიმაციული ჩარევა და შემდეგ სადღაც 10 წუთში გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები