გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა
პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მოლაპარაკებები შეაჯამა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიციაა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა.
„ნაშთი რაც გვაქვს, ეს არის აკო მინაშვილის, იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ულტიმატუმი არის მთავარი თემა და კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ამ ულტიმატუმით და სხვა არაფრით.
ეს განცხადება ადრეც გააკეთეს, მაგრამ ასე მკაფიოდ – არა. მეორე მშრალი ნაშთი არის ევროკავშირის პოზიცია მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ არსებობს დემოკრატია პარლამენტის მიღმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გუშინ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.