13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე Instagram-ი შეიქმნება
Facebook 13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე Instagram-ს შექმნის, – წერს “ბლუმბერგი” კომპანიაზე დაყრდნობით.
“ვგეგმავთ, Instagram-ში შევიტანოთ სისტემა, რომელიც მშობლების მიერ იქნება გაკონტროლებული, რომ ბავშვები მეგობრებთან იყვნენ კონტაქტში, გაცვალონ ფოტოები, საინტერესო სიახლეები გააზიარონ და სხვა”, – ამბობს Facebook-ის წარმომადგენელი, ჯო ოსბორნი.
ანალოგიური ტექნოლოგია არსებობს თავად Facebook-ში – Messenger Kids-ი, რომელიც განკუთვნილია შეტყობინებების გაცვლისთვის, მაგრამ მხოლოდ მოზარდებისთვის, აქაც არის მშობლების მხრიდან კონტროლის შესაძლებლობა.