თეა წულუკიანი: გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ბაჩო ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გაშენდა ჟოლოს ბაღი
“გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ბაჩო ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გაშენდა ჟოლოს ბაღი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მე კითხვა არ მაქვს, მინდა – ლევან დავითაშვილს, გიორგი ხანიშვილსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ბაჩო ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სწორედ ლევანთან, გიორგისა და მის თანამშრომლებთან ერთად იქ გავაშენეთ ჟოლოს ბაღი. ბაღჩეულის მოყვანა დაიწყო სწორედ ამ სანიმუშო თანამშრომლობის შედეგად, იქ ქართული ჯიშის ჟოლო, ლობიო, ნესვი და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ, რაც პატიმრებმა ერთ-ერთ დიდ ქსელში გაყიდეს და დღესაც ყიდიან, იღებენ შემოსავალს. იმედი მაქვს, ამ პროექტს თქვენ უკვე მომავალ იუსტიციის მინისტრთან ერთად გააგრძელებთ. მე კი გიხდით მადლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.