ამირან გამყრელიძე: სასულიერო პირების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
“სასულიერო პირების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან კომუნიკაცია მას გუშინ ჰქონდა.
„ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა შედგება. დარწმუნებული ვარ, როგორც გასულ წელს, საგანგებო მდგომარეობის დროს და წინასააღდგომო პერიოდში საპატრიარქომ სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა სამედიცინო სექტორისა და მოსახლეობის მიმართ, ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია წმინდა სინოდის განჩინებაშია დაფიქსირებული და, აქედან გამომდინარე, მათთან კომუნიკაცია გრძელდება.
„წმინდა სინოდის განჩინებაში გახლავთ დაფიქსირებული მათი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაცია გრძელდება. მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.