ამირან გამყრელიძე: 10 დღის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გადაადგილებაზე შეზღუდვასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მსჯელობა გაიმართა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით ათი დღის განავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დააკვირდნენ და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.
„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო მსჯელობა. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ ყველაფერი თანდათანობით მოხდეს. მოგეხსენებათ, ე.წ. კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაში. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ვითარებას, რის შემდეგაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები