28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს „დინამო არენაზე“ გულშემატკივარი დაესწრება

28 მარტს საქართველოსა და ესპანეთს შორის დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფეხბურთო მატჩს, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, გულშემატკივარიც დაესწრება.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, „დინამო არენაზე“ შეკრებილ მაყურებლებს შესაბამისი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

„28 მარტს ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს „დინამო არენაზე“, რეგულაციების დაცვით“, – წერს პრემიერი.

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თამაშზე სტადიონის ტევადობის რაოდენობის 30% დაიშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები