საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: რაგბის კავშირის სარეგისტრაციო წარმოება წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დასრულდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ნათია ჩირიკაშვილის განცხადებით, რაგბის კავშირის თავმჯდომარის სარეგისტრაციო წარმოება წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დასრულდება.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრი მიუკერძოებელი ორგანოა და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის სარეგისტრაციო წარმოებაზე წესდების რეგისტრაციასთან მიმართებით პროცედურული ხარვეზი დააფიქსირა. საჯარო რეესტრი მიუკერძოებელი ორგანოა და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებს. იგი თავისუფალია პოლიტიკური გავლენისა და კონიუნქტურისგან. სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება შეჩერების მიზეზის გამოსწორებისთანავე“, – განაცხადა ჩირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები