მაია ორჯონიკიძე: მაგრად გიმუშავია ოპოზიციავ, – ასე გააგრძელეთ და ბერას შვილთაშვილების დინასტიას თქვენი შვილთაშვილებიც მოესწრებიან

“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება.

როგორც ორჯონიკიძე აღნიშნავს, ღარიბაშვილმა ყელა ევრომაღალჩინოსანთან შეხმატკბილებული ბრიფინგი ჩაატარა, რაზეც სხვა მოლოდინები ჰქონდა.

ორჯონიკიძემ ოპოზიციის მუშაობაზე უკლაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თუ ასე გააგრძელებენ  “ბერას შვილთაშვილების დინასტიას მათი შვილთაშვილებიც მოესწრებიან”.

“გვარწმუნებდნენ-ღარიბაშვილს ბრიუსელში პასუხის მოსათხოვნად იბარებენო და რეალურად ეს ვიზიტი ბერას ძიძის ბენეფისად იქცა! არ დარჩა ევრომაღალჩინოსანი,
ვისთანაც ერთად შეხმატკბილებული ბრიფინგი არ ჩაატარა!

მიუხედავად სამარცხვინო, დანაშაულებრივი აუდიოფირებისა,რომლებიც თურმე მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის გასაჯაროვდა! მაგრად გიმუშავია ოპოზიციავ,

დაჯექი-ხუთიანი! მთავარია,საკუთარი თავით ხომ კმაყოფილი ხარ?!
ასე გააგრძელეთ და ბერას შვილთაშვილების დინასტიას თქვენი შვილთაშვილებიც მოესწრებიან,
ოღონდაც რა ქვეყანა გვერქმევა იმ დროს არ ვიცი! ახლა ვხვდები-ხალხი ქუჩაში რატომ არ გამოდის”, – წერს ორჯონიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები