აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქციას მართავენ
მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქციას მართავენ, პარალელურად კი ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებმა შესაბამისი წერილი წარმოადგინეს, რომელსაც მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს გადასცენ.
მათი განმარტებით, წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.