გლდანში გაზი ავარიულად გაითიშა

გლდანში გაზი ავარიულად გაითიშა. გაზის გარეშე 5000 – ზე მეტი აბონენტი დარჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე კომპანიის სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ.

“მიზეზი შპს “გონია”, რომელმაც სამუშაოების დროს თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5000 ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე თბილისი ენერჯის სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ.
დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები