ტესტირებების ფარგლებში, თბილისის 46 ბაგა-ბაღში კორონავირუსი გამოვლინდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტესტირებების ფარგლებში, კორონავირუსის შემთხვევები მთლიანობაში 46 საბავშვო ბაღში გამოვლინდა და, შესაბამისად, მოხდა ბაღების დახურვაც.
მისივე თქმით, ამ ბაღებიდან 4-ში სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლდა.
“ყოველდღიურად ჩვენ მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს, ხდება ტესტების აღება. 46 ბაგა-ბაღში დაუფიქსირდა covid 19 პერსონალს და ასევე იყო შემთხვევებიც, რომ ბავშვებს დაუდასტურდათ ის. შესაბამისად, ეს ბაღები დაიხურა. თუმცა, 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა”, – განაცხადა კახა კალაძემ.