“დაგიჩემებიათ, ვადამდელი, ვადამდელი, ფეხს რომ არ უცვლი, გეგონება, 100 პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ იმ ვადამდელს მოიგებ”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პლებისციტი არის სისულელე.
,,ევროპელებმა დაგვიწერეს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება არის აუცილებელი, კაპიკი ფასი არ აქვს თქვენს სასამართლოსო, უტრირებულად რომ ვთქვათ, სასამართლოს რეფორმაა აუცილებელიო და ამ დროს დაგიჩემებიათ, ვადამდელი, ვადამდელი, ფეხს რომ არ უცვლი, გეგონება, 100 პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ იმ ვადამდელს მოიგებ. პლებისციტი არის სისულელე, ჩვენ ვამბობდით პირველი დღიდან, ჩვენ ვამბობდით, რომ პროკურატურა მოვითხოვოთ, სასამართლოს რეფორმა მოვითხოვოთ, აუდიტის სამსახური მოვითხოვოთ და გვეუბნებოდნენ, ამას არ მოგვცემენ და პლებისციტი მოვითხოვოთ, რა არის პლებისციტი, არაფერი ,,ხლაპუშკა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა