ტრამპი: მზად ვარ, არჩევნებზე მეგან მარკლს შევეჯიბრო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მეგან მარკლის “ფანი, თუმცა, მზად არის, მას არჩევნებზე შეეჯიბროს.

ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში თქვა, სადაც ტრამპს ჰკითხეს, როგორია მისი დამოკიდებულება იმ განცხადებების მიმართ, რომელიც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა გააკეთეს, ასევე, როგორია მისი დამოკიდებულება იმ ხმების მიმართ, რომ მეგან მარკლმა შესაძლოა, პრეზიდენტად იყაროს კენჭი.

“იმედია, ეს მოხდება. რადგან თუ ეს მოხდება, კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდება, პრეზიდენტად ვიყარო კენჭი. არ ვარ მისი ფანი. ვფიქრობ, ინგლისის დედოფალი შესანიშნავი ადამიანია, არ ვარ მეგანის ფანი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები