პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით რვა ახალი პროექტი განხორციელდება

   პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო რვა ახალ პროექტს იწყებს. პროექტები ევროკავშირის საგრანტო კონკურსის შედეგად შეირჩა. პროექტების პრეზენტაცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” იმართება. შეხვედრას ესწრებიან: სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენლები.
“დღეს რვა პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, აქედან შვიდი ეხება უშუალოდ ჩვენს სამინისტროს, ერთი კი იუსტიციის სამინისტროს. ეს არის ევროკავშირის საგრანტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რადგან ყველა პროექტი აბსოლუტურად ჯდება იმ სტრატეგიაში, რომელიც ჩვენს სამინისტროს და, ზოგადად, სახელმწიფოს აქვს. ისინი გულისხმობს პატიმრების, თუ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირების ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას, ასევე პატიმრების მომზადებას გათავისუფლებისთვის, რათა ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მიდრეკილი იყვნენ “, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, სტრატეგია არის არა დასჯა, არამედ ეს არის რეაბილიტაცია და პატიმრის მომზადება თავისუფალი ცხოვრებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები