კრისტიან დანიელსონი: დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას, ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეების პოზიციების დაახლოებისა და სხვა საკითხების შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს.
,,დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას. გვექნება შეხვედრები, როგორც ეს აუცილებელი იქნება. ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება“, – განაცხადა დანიელსონმა.